Quantcast
Channel: სტილი – PINK.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 166

თბილისის მოდის კვირეული A/W 2016/17: Lako Bukia, Chubika, Dalood

$
0
0

31 მარტს თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონი დაიწყო. 2016-2017 წლის შემოდგომა-ზამთრის კვირეულის პირველ დღეს კოლექციები სამმა დიზაინერმა წარმოადგინა. პირველი ლაკო ბუკია იყო. მისთვის ინსპირაცია გახდა კერამიკული ფილები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, რის მიხედვითაც დიზაინერმა ექსკლუზიური მატერიები შექმნა, გამოიყენა ბევრი ტყავი და ცოტა ნაქარგობა.

შემდეგი კოლექცია ნინო ჩუბინიშვილმა(Chubika) წარმოადგინა. 6 წლიანი პაუზის შემდეგ პოდიუმზე ფაფახების და ქეჩის ფაჩუჩების თამამედროვე ინტერპრეტაცია წარადგინდა.

პირველი დღე მოდის სახლი Dalood-ის კოლექციით დასრულდა. ოპერისა და ბალეტის განახლებულ შენობაში დიზაინერმა მაკა კვიციანმა 90-იანი წლები გაგვახსენა და ერთი ძლიერი ქალის რამოდენიმე როლი გვაჩვენა: საქმიანი ქალი, ქალი-ცოლი, ქალი-დედა, ქალი-მეგობარი…კოლექციის ძირითადი ნაცრისფერი ფერი, კუბოკრული მატერია, წითელი და ზურმუხტისფერი აქცენტები,  ნებისმიერ ასაკზე გათვლილი პრაქტიკული სამოსი გვაფიქრებინებს, რომ Dalood-ის მაღაზია ზამთრის სეზონის დადგომისთანავე დაცარიელდება.

Lako Bukia

Chubika

Dalood

ფოტო: Tbilisi Fashion Week


Viewing all articles
Browse latest Browse all 166

Trending Articles