თუ ქუსლიანი ფეხსაცმლის ისტორიაც გადაიკითხე, ჩვენს წინა რჩევებსაც გადაავლე თვალი და ახლა ფეხსაცმლის შეძენა გინდა, ეს რამდენიმე რეკომენდაცია დაგეხმარება, აარჩიო შენთვის შესაბამისი, ხარისხიანი ქუსლიანი ფეხსაცმელი და ზემდეტიც არ დახარჯო, რადგანაც კარგად არჩეული ფეხსაცმელი დიდ ხანს გემსახურება და არც დისკომფორტს შეგიქმნის. მაშ, ასე:
რა უნდა იცოდე, სანამ ფეხსაცმლის შესაძენად წახვალ:
- შენი ფეხის ზუსტი ზომა: ხშირად თქვენი ფეხი შეიძლება სხვადასხვა ზომისაც აღმოჩნდეს. ფეხის ზუსტი ზომის გასაგებად საკმარისია, კარგ მაღაზიაში მიხვიდეთ. მათ, წესით, უნდა ქონდეთ საშუალება, დაადგინონ თქვენი ფეხის ნამდვილი ზომა.
- სხვაობა ზომებში: იმისდა მიხედვით, სადაა დამზადებული, ან სად იძენ ფეხსაცმელს, ზომებიც განსხვავებულია. ზომათა სისტემაში გასარკვევად შეგიძლია გამოიყენო ეს ბმული.
- აუცილებლად სცადე, მოისინჯო ფეხსაცმელი საღამოს, დაღლილ ფეხზე: დღის ბოლოს სისხლძარღვების გაფართოების გამო ფეხის ზომა იმატებს. ესეც გასათვალისწინებელია ფეხსაცმლის შეძენისას.
- სანამ ფეხსაცმელს შეიძენ, მოისინჯე და თუ გაქვს საშუალება, ცოტა იარე. უნდა გახსოვდეს, რომ ფეხსაცმელი თავიდან შეიძლება კომფორტულიც გეჩვენოს, მაგრამ არა 1 საათის შემდეგ, ამიტომ შეეცადე, ისეთი მაღაზიები აარჩიო, სადაც შეძენილი ნივთის უკან დაბრუნება შეგეძლება.
ხარისხი: რას მივაქციოთ ყურადღება
სამწუხაროდ, ყველა ფეხსაცმელი ერთნაირად არაა დამზადებული. სინამდვილეში ძალიან დიდი სხვაობაა სხვადასხვა ბრენდის ფეხსაცმელს შორის. ისწავლე, როგორ აარჩიო ხარისხიანი ფეხსაცმელი და ის დიდ ხანს გემსახურება.
- შეამოწმე, როგორაა მიმაგრებული ძირი ფეხსაცმელზე. თუ ძირი მიკერებულია, დააკვირდი, ნაკერი თუა საიმედო და თანაბარი. თუ მიწებებულია, დარწმუნდი, რომ ძირსა და ფეხსაცმელს შორის არაა დარჩენილი თავისუფალი ადგილები, საიდანაც შიძლება ფეხსაცმელმა გაფუჭება დაიწყოს.
- უპირატეესიბა მიანიჭე ფეხსაცმელს რეზინის ძირით და ქუსლის სამაგრით. ასეთ ფეხსაცმლით სიარული უფრო ადვილი და კომფორტულია, რადგან რეზინი არ სრიალებს.
- ყურადღება მიაქციე ფეხსაცმლის შიდა მხარის მასალას. კარგი ხარისხის ფეხსაცმლის ტერფისმხრივი ნაწილი ნატურალური ტყავის უნდა იყოს და მთელ შიდა ძირს უნდა ფარავდეს. თუ ტყავის ფენა შიდა ძირის მხოლოდ ნაწილებზეა, ამ ფეხსაცმლის შეძენას ნამდვილად არ გირჩევთ, ის ნაკლებკომფორტულია. შიდა ძირის ტყავის ფენა ფეხს საშუალებას აძლევს, ისუნთქოს.
- მასალა: ფეხსაცმლის ყველაზე პოპულარული მასალა მაინც ნატურალური ტყავია, მაგრამ შენ თუ ცხოველების მოყვარული ხარ, არის ბრენდები, რომლებსაც შეუძლია, შენი გემოვნებაც დააკმაყოფილოს და “ვეგეტარიანული”, მაგრამ ხარისხიანი ფეხსაცმელიც შემოგთავაზოს (ნატალი პორტმანის, ან სტელა მაკარტნის ხაზი, მაგალითად) . მთავარია, დარწმუნებული იყო, რომ მასალად სინთეტიკა არაა გამოყენებული: ასეთი ფეხსაცმელი ფორმასაც მალე დაკარგავს, არც კომფორტულია და დიდ ხანსაც ვერ გემსახურება.
საუკეთესო ფეხსაცმელი შენი აღნაგობისთვის
ნამდვილად არ გირჩევ, შენი გარდირობი ერთ, რომელიმე ნაკლს შეუსაბამო, თუმცა რა ჯობია იმას, თუ ნაკლსაც დაფარავ და უფრო უკეთესადაც გამოიყრები?
- თუ ფართო კოჭები გაქვს, ნუ შეიძენ ისეთ ფეხსაცმელს, რომელსაც კოჭზე გადაჭერილი თასმა აქვს. ასეთ დროს კოჭი უფრო დიდიც ჩანს და ყურადღებასაც იქცევს. შეგიძლიათ, ატაროთ კოჭს ქვეშ მთლიან ფეხსაცმელს აყოლილი შესაკრავიანი ან მთლიანი ფეხსაცმელი. არც კოჭი გამოჩნდება ფართო და უფრო მაღალიც გამოჩნდები.
- თუ მოკლე ფეხები გაქვს, უარი თქვი t-strap ფეხსაცმელზე, რომელიც ფეხებს უფრო მოკლეს აჩენს. ჩაიცვლი ღია ფეხსაცმელი მაღალი ქუსლით. ის შენ ფეხს უფრო მაღალს და თხელს გამოაჩენს. სიმაღლის ილუზიას შეგიქმნის ცოტათი წაწვეტებული მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც.
- თუ ფართო ტერფის წინა ნაწილი გაქვს, მრგვალცხვირიანი ფეხსაცმელი შენთვისაა: კომფორტულადაც იგრძნობ თავს და ფეხიც ლამაზი და პატარა გამოჩნდება.
რაში ღირს ფულის დახარჯვა
- კლასიკურ, შავ, მაღალქუსლიან ფეხსაცმელში: ის თითქმის ყველაფერს ეხამება და არასდროს გადადის მოდიდან.
- ფეხსაცმელში, რომელიც მუშაობისას გაცვიათ. ის მოხერხებული უნდა იყოს და ამასთან, ხაზს უნდა უსვამდეს თქვენ იმიჯს. იმიჯში ჩადებული ინვესტიცია კი არასდროსაა ბევრი.
ნუ გადაიხდით ბევრს
- ესპადრელებში. ამ ფეხსაცმელთან მიმართებაში ბრენდს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც ბრენდიც და იაფფასიანი ფეხსაცმელიც ნაჭირსა და ჭილოფისაგან მზადდება. ფაქტიურად, დიდი სხვაობაც არ არის მათ შორის ფასის გარდა.
- მოდურ ფეხსაცმელში, რომელიც შეიძლება 2 თვეში მოდიდან გადავიდეს. ასე, რომ როცა მოდურ ფეხსაცმელს ვყიდულობთ, ფასსაც უნდა გავუწიოთ ანგარიში.
შემდეგ სტატიაში პატარა რჩევებსაც შემოგთავაზებთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვიაროთ სწორად ქუსლიან ფეხსაცმელზე. ამჯერად კი სასაიმოვნო შოპინგს გისურვებთ.