გამარჯობა შოპინგის მოყვარულო. სანამ სეზონს გავხსნი, მინდა მოკლედ აგიხსნა მიზეზი, თუ რატომ გადავწყვიტე შენთვის მსგავსი პოსტების წერა. მოდელის პარამეტრებში რომ არ ვჯდები, ალბათ ხვდები, მაგრამ ჩემი შოპინგ პოსტები განსაზღვრულია სწორედ ჩვეულებრივი და სხვადასხვა ტიპის ქალებისთვის. სტანდარტებს ვარღვევ, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი სტანდარტი თითოეულ ქალზე მორგებულია და მინდა, ყველამ ასე შევხედოთ საკუთარ თავს. იყავი განებივრებული, თავდაჯერებული, საკუთარი თავის მოყვარული და თუნდაც ოდნავ მფლანგველი.
სეზონს ვხსნი თბილისი მოლში მდებარე მაღაზია სუიტბლანკოში. კოლექციის სახე უმშვენიერესი ირინა შეიკია. მაღაზია სულ ახალი კოლექციით იყო დატვირთული. ახალი წელი მოდის, ასე რომ შეგიძლია გაინებივრო თავი სადღესასწაულო კაბებით. აქ საკმაოდ დიდი არჩევანი დაგხვდება.




მომეწონა, რომ აქსესუარების და ფეხსაცმლის დიდი არჩევანია. ახალ კაბას, რა თქმა უნდა ახალი ჩანთა ან ფეხსაცმელი მაინც დასჭირდება.




რაც შეეხება ფოტოსესიას, ჩემი არჩევანი ასეთია.
ვარდისფერი ზედა: 69 ლარი
შავი ქვედაბოლო: 55 ლარი
ჩანთა: 49 ლარი
ყელსაბამი: 45 ლარი
კაბა ელექტრიკი: 89 ლარი
კლაჩი: 55 ლარი
შავი სადღესასწაულო კაბა: 109 ლარი
ჯინსის კაბა: 85 ლარი
ჩანთა: 115 ლარი
სულ ეს იყო. მე ძალიან კმაყოფილი ვარ შოპინგით. დიდი მადლობა მენეჯერს, რომელიც მეხმარებოდა არჩევნის გაკეთებაში. ვრწმუნდები, რომ მომსახურების სფერო საქართველოში ნელ-ნელა, მაგრამ მაინც უმჯობესდება და ამისთვის მადლობა გოგოებს. მოკლედ, აუცილებლად შეიარე და შენი თვალით ნახე ყველაფერი. მე გემშვიდობები მომავალ წლამდე.
XOXO თქვენი შოპოჰოლიკი!