Quantcast
Channel: სტილი – PINK.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 166

ვალენტინობის საჩუქარი მამაკაცისთვის

$
0
0

მოკლედ როგორც ჩვენს ერთ-ერთ ანონიმ სტუმარს შევპირდი, ვწერ პოსტს იმის თაობაზე თუ რა შეიძლება ვაჩუქოთ ბიჭს 13 წლიდან ზემოთ.

აქ ვეცდები დავწერო უნივერსალური, პიკანტური და ორიგინალური საჩუქრების შესახებ, ხოლო არჩევანი შემდეგ უკვე თითოეულმა თქვენგანმა უნდა გააკეთოთ იმის მიხედვით, თუ რამდენად ახლო(ბელი)ა ის მამრი.

ლუდის კათხა

ნუ პირველი და მეტნაკლებად უნივერსალური ჩემი აზრით არის ლუდის ლამაზი ბოკალი, გემოვნების მიხედვით შეიძლება ის იყოს კათხის ტიპის ან მაღალ ფეხზე, შესაძლოა “წელში გამოყვანილი”.

სად მოვიძიოთ:

  • გუდვილი – ფარნავაზ მეფის გამზირი #1
  • დიდი სუპერმარკეტები
  • ბიგ ბენი – ი.ჭავჭავაძის გამზ. #52
  • ზემელი – შ.რუსთაველის გამზ. #37

წიგნი

საკმაოდ კარგი საჩუქარია წიგნი, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იცით რა ჟანრის ნაწარმოები უყვარს მას, ან რა არის მისი ჰობი, რომ ზუსტად შეარჩიოთ საჩუქარი.

თუმცა ისიც გაითვალისწინეთ, რომ არსებობს წიგნები, რომლებიც ნებისმიერ მამაკაცს გაუხარდება.

არსებობს წიგნები, რომლებიც ნებისმიერ მამაკაცს მოეწონება

სად მოვიძიოთ:

  • წიგნის სახლი – პეკინის ქ. #31
  • პარნასი – ი.ჭავჭავაძის გამზ. #22
  • პროსპეროს ბუკს – შ.რუსთაველის გამზ. #34
  • სანტა ესპერანსა – რუსთაველის გამზირი  #28/2

 ტანსაცმელი

შემდეგი რჩევა შეეხება ტანსაცმელსა და აქსესუარებს. ნუ ამ შემთხვევაში არჩევანი იმის მიხედვით უნდა გაკეთდეს – იცით თუ არა თქვენ სამიზნე მამაკაცის  ზომები(ან/და გემოვნება). ყოველი შემთხვევისათვის შემოგთავაზებთ  ვარიანტებს.
ესეიგი  იდეებია – ლამაზი სვიტრი, პერანგი ან ჟილეტი, ქურთუკი ან პალტო, სპორტული ინვენტარი, ასევე თუ ის ძალიან ახლობელია გირჩევდით ტრუსების ჩუქებასაც.

აქსესუარებიდან აჯობებს ქამრის, ქუდის ან კაშნეს ჩუქება.

ტანსაცმელი

სად მოვიძიოთ:

  • Celio – პეკინის ქ. #5
  • Tom Tailor – პეკინის ქ. #5
  • Garry Weber – პეკინის ქ. #5
  • GTC -ვეკუას ქ #3 ცენტრი
  • ჯორდანო – ვაჟა ფშაველას გამზირი # 36, რუსთაველის გამზირი #1
  • გარდერობი – რუსთაველის გამზ. #50

 პარფიუმერია

მორიგი ეტაპი ეს არის პარფიუმერია და პირადი ჰიგიენის ნივთები, ამ შემთხვევაში ძირითადად გამოვყოფდი საპარს საშუალებებს, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით მოიპოვება ბაზარზე და ასევე ოდეკოლონსა თუ ჩვეულებრივ ტუალეტის წყალს.

ამ უკანასკნელის არჩევა საკმაოზე რთულია, თუ რა თქმა უნდა ზუსტად არ ვიცით მამაკაცის გემოვნება, მაგრამ თუ მიახლოებით მაინც გახსოვთ მისი ყოველდღიური სირნელი – შესაძლოა შეიძინოთ რაიმე მსგავსი არომატის მქონე საჩუქარი :) აქვე დავამატებდი არომატული საპნებისა და ზეთების მთელ ჯარს :)

სუნამო - პარფიუმერია

სად მოვიძიოთ:

  • ისი პარი-რუსთაველის გამზ. #34, ი ჭავჭავაძის გამზ. #11
  • ვულე ვუ – ი. ჭავჭავაძის გამზ. #42, პეკინის ქ. #27,მელიქიშვილის გამზ. #18
  • Goodwill – ფარნავაზ მეფის გამზ. #1
  • ლუტეცია – პეკინის ქ. #25

სამკაულები

ამის მერე მინდა გითხრათ რამოდენიმე სიტყვა სამკაულების შესახებ. ეს პუნქტი ძააალიან სპეციფიურია, თუმცა ვფიქრობ რომ აუცილებლად უნდა იყოს, რადგან არსებობენ მამაკაცები რომელიც პატივს სცემენ სამკაულებს , ატარებენ და ძალიანაც უხდებათ.
ამ ნაწილში მე მინდა ვახსენო 4 ტიპის სამკაული : ბეჭედი, საათი , სამაჯური და ყელსაბამი ან ძეწკვი .

აქსესუარები

სად მოვიძიოთ:

  • Swatch – მ. კოსტავას ქ. #63
  • GTC ცენტრი – ვეკუას ქ. #3
  • მაღაზია გუკა – პეკინის ქ #18
  • დიადემა – მარჯანიშვილის ქ. #18
  • კლონდაიკი – აღმაშენებლის გამზ. #80/82
  • ალბატროს პრეზენტი – ი. ჭავჭავაძის გამზ. #46

ოთახის აქსესუარი

შემდეგი არის ოთახის აქსესუარები, თუ გვაქვს წარმოდგენა ან ზუსტად ვიცით მისი ოთახი, ნათქვამი აქვს, რა უნდა ან აკლია, სულაც  უბრალოდ თვლით, რომ მოუხდებოდა მის ოთახს, შეგიძლიათ თამამად შეიძინოთ ასეთი სახის აქსესუარები. აქვე შეგახსენებთ, რომ ამ პუნქტში მოიაზრება ელექტრო ტექნიკაც.

სად მოვიძიოთ:

  • ჩემი სახლი – აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.-ი
  • ახალი ნათება – აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
  • Pcshop.ge – ვაჟა ფშაველას გამზირი #16
  • სმაილი-  სავაჭრო ცენტრი მეგალაინი, პავილიონი 29, ალ. ყაზბეგის #24
  • არაი თუმოროუ -სავაჭრო ცენტრი “თბილისი ცენტრალი” პავილიონი № 304, თამარ მეფის გამზირი #5
  • დანიური სახლი – ჯოსტავას ქ. #70
  • ბელუქსი – მარშალ გელოვანის გამზ #77
  • სუპერი- გამსახურდიას გამზ. #27, კოსტავას ქ. #23

ინტერესები

ბოლო ვარიანტი არის სრულად თქვენზე და თქვენს მიხვედრილობაზე დამოკიდებული, რადგან ეს მოიცავს მამაკაცის ინტერესების/ჰობის აუცილებელ ცოდნას. ვგულისხმობ, რომ თუ ადამიანი აგროვებს რაიმე კონკრეტულს – მუსიკალურ ალბომებს, სასმელებს, კონსტრუქტორებს ან სხვა რამეებს, თქვენ მოგიწევთ ამ ყველაფრის გარკვევა და შესაფერისი ზე-ორიგინალური და სასიამოვნო საჩუქრის მოძიება.

სად მოვიძიოთ:

  • ერეკლე II ქ.
  • არტ სალონი ხელოვანი – აღმაშენებლის გამზ #68
  • მშრალი ხიდის მიმდებარე ბაზრობა
  • ჩარდახი – შარდენის ქ. #17
  • დიანა  – პეკინის ქ. #28
  • კალიბრი – ლეხ კაჩინსკის ქ. # 20
  • მაგელანი – მიცკევიჩის ქ. #68
  • მონადირე-მეთევზე-ტურისტი – პეკინის ქ. #43

ყველა ეს რჩევა მხლოდ ბიძგია იმისაკენ, რომ თქვენით დაიწყოთ ფიქრი და აარჩიოთ საჭირო საჩუქარი საჭირო დროს საჭირო ადამიანისათვის.

გისურვებთ წარმატებებს და ნუ ჩათვლით, რომ რაც აქ წერია საუკეთესო ვარიანტებია, გააღვიძეთ თქვენი ფანტაზია და იქნება იმ მამაკაცს, რომელსაც  საჩუქარი უნდა აჩუქოთ თქვენი გამომცხვარი ტორტი უფრო გაუხარდეს, ვიდრე ყველა ზემო ჩამოთვლილი რამ.

თქვენ რა გიჩუქებიათ საყვარელი მამაკაცისთვის და სად შეგიძენიათ ეს საჩუქარი?


Viewing all articles
Browse latest Browse all 166

Trending Articles