ზაფხულიც მოვიდა და შესაბამისად კაბების სეზონიც გაიხსნა. შოპინგ დღე Tbilisi mall-ში გავატარე და მაღაზია adL-ს ვესტუმრე. ბევრი ფერადი და მრავალფეროვანი კლასიკური კაბა, განსხვავებული, ელეგანტური დიზაინი და რაც მთავარია, ახალი კოლექცია, სადაც აუცილებლად შეარჩევ სამოსს შესაბამისი დანიშნულებისთვის!
მომსახურე პერსონალი ძალიან თბილად დამხვდა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მსგავსი სახალისო შოპინგ-დღე ჯერ არ მქონია. დიდი მადლობა ასეთი კარგი დღისთვის. თუ არ იცი რა გინდა იყიდო, თუმცა იცი სად ჩაიცვა, მიენდე კონსულტანტებს,უკმაყოფილო ნამდვილად არ დარჩები.





ძალიან ლამაზი კაბები ამირჩიეს, მაგრამ სამწუხაროდ ზომებში არ გამიმართლა. მიუხედავად იმისა, რომ xs-იც იყო, ხაზი ორიენტირებულია ქალურ და კლასიკურ სამოსზე, რაც მე ვერ მოვირგე. თუმცა არ დავნებდი და რამდენიმე კაბა მაინც ჩავიცვი.
სატინის ძალიან ლამაზი კაბა: 149 ლარი
ფირუზისფერი შიფონის კაბა: 159 ლარი
შიფონის სარაფანი: 119 ლარი
სატინის ელეგანტური კაბა: 149 ლარი
ორნამენტული ლურჯი კაბა: 119 ლარი
adL-ი ქალთა ინოვაციური და თანამედროვე ბრენდია. თუ საქმიანი ქალის იმიჯი გაქვს, ივენთების მოყვარული ხარ, ან უბრალოდ, გინდა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდე, მაშინ ეს შენი ბრენდია. დაახლოებით 300–მდე სავაჭრო ობიექტში, 23 ქყვეყანაში adL-ი ალამაზებს ქალების ცხოვრებას. შეიძლება ფასი შენთვის ხელმისაწვდომი არ იყოს, მაგრამ გახსოვდეს, რომ თავს უფლება უნდა მისცე იყო ელეგანტური და გამორჩეული.
სასიამოვნო შოპინგს გისურვებთ.
თქვენი შოპოჰოლიკი!