ეს არ არის უბრალოდ მყვირალა სათაური. ეს რეალობაა.
თუ შენ გსურს გეცვას ორიგინალური Versace, Roberto Cavalli ან Alexander McQueen, ამისთვის ევროპაში გამგზავრება აუცილებელი აღარ არის.
NGGeorgia – არის ქალის და მამაკაცის ტანსაცმლის ლუქს კლასის მრავალბრენდიანი ბუტიკების ქსელი საქართველოს ტერიტორიაზე.
NGGeorgia-ს მაღაზიათა ქსელი ექსკლუზიური დისტრიბუტორია ისეთი ბრენდების, როგორიცაა: Versace, Versus, Roberto Cavalli, Jitrois, Alexander McQueen, Etro, Ralph Lauren, Gaetano Navarra, Blumarine, Barbara Bui, Casadei და სხვა.



თუ ცალკეული ბრენდების ჩამოთვლა ბევრის არაფრის მომცემია, გეტყვი რომ NGGeorgia-ს ბუტიკებში შეგიძლია შეიძინო Versace გაზაფხული-ზაფხული 2014-ის კოლექციიდან შენთვის სასურველი სამოსი ან Casadei-ის ჩექმა, რომელიც ბიონსეს 2014 წლის მსოფლიო ტურნეს პრომოში ეცვა და ამავე ბრენდის შენთვის სასურველი ფეხსაცმელი, რომლის აქტიური მომხმარებლები არიან: ქეით ბლანშეტი, ჯესიკა ალბა, მირანდა კერი და ა.შ.
მაღალი მოდის და ძვირადღირებული სამოსის მოყვარულებისთვის ეს ნამდვილი ოაზისია, სადაც კოლექციები მუდმივად განახლებადია.
გარდა ხარისხიანი სამოსისა, NGGeorgia-ს ბუტიკებში მოგემსახურებიან მაღალკვალიფიციური პერსონალი და სტილისტები, რომლებიც იდეალური იმიჯის შექმნაშიც დაგეხმარებიან.









მეტი ინფორმაციისთვის, შეგიძლია კომპანიის Instagram გვერდი გამოიყენო ან უბრალოდ ეწვიო მაღაზიებს:
თბილისი:
▲ პუშკინის 7;
▲ აღმაშენებლის 129.
ბათუმი:
▲ რუსთაველის 28.